ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში ჩინეთის ექვსი აგენტი დაიჭირეს, რომლებიც უიღურებს უთვალთვალებდნენ

თურქეთში ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ დაქირავებული ექვსი აგენტი დაიჭირეს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მცხოვრებ უიღურებს უთვალთვალებდნენ და მათზე შეგროვებულ ინფორმაციას ჩინურ მხარეს გადასცემდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა სახელმწიფო მედია Anadolu-მ გაავრცელა. როგორც ცნობილია, ექვს ეჭვმიტანილთან ერთად პოლიციამ მეშვიდე პირი მოგვიანებით დააკავა.
პროკურატურის მტკიცებით, ეჭვმიტანილების ეს გუნდი უიღურების საზოგადოების თურქეთში მცხოვრებ მნიშვნელოვან წევრებზე ინფორმაციას აგროვებდა. სხვა ინფორმაცია ამ საქმის შესახებ ჯერჯერობით არც პროკურატურას და არც თურქულ მედიას არ გაუვრცელებია.
თურქეთში დაახლოებით 50 000 უიღური ცხოვრობს, რაც ცენტრალური აზიის მიღმა მათ უდიდეს დიასპორას წარმოადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.