არქივი23 ნოემბერი, 2023, 16:22
თურქეთში, ჩაძირული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ცხედარი იპოვეს
თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მეოთხე დღეს, 19 ნოემბერს ჩაძირული გემის ერთ-ერთი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. თურქული მედიის ცნობით, ცხედარი, 23 ნოემბერს, შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ პროვინცია ზონგულდაკის მახლობლად იპოვეს.
ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მასში ჩართულია 2 ვერტმფრენი, 40-ზე მეტი მყვინთავი, დრონები და 177 მაშველი. სპეციალისტები გემის ეკიპაჟის კიდევ 10 წევრს ეძებენ.
იხილეთ ასევე:
· თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 ადამიანი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა | Reuters
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.