არქივი8 ნოემბერი, 2025, 15:08
თურქეთში, სუნამოების საწყობში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქოჯაელის პროვინციის დილოვასის რაიონში მდებარე სუნამოების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პროვინციის გუბერნატორმა ილჰამი აქტაშმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის, გაურკვეველია და რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
იუსტიციის მინისტრის ილმაზ თუნჩის ინფორმაციით, გამოძიების ჩატარება მთავარი პროკურორის მოადგილეს, ორ პროკურორსა და ექსპერტთა ჯგუფს დაევალა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.