ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ადასტურებს.

მინისტრის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-ს აღწევს.

ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა. შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.