თურქეთში, სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, სათხილამურო კურორტ ულუდაღში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, ტურისტული ბიზნესის სერტიფიკატის არ ქონის გამო იანვარში დახურეს.
ხანძრის დროს სასტუმროში 12 ადამიანი იმყოფებოდა – დაწესებულების და სათხილამურო კურორტის თანამშრომლები.
თურქეთის სათხილამურო და სნოუბორდის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, იაჰია უსტა, მისი მეუღლე და მათი ვაჟი, მოთხილამურე ბერკინ უსტა უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, მამა-შვილი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?