არქივი14 თებერვალი, 2024, 11:07
თურქეთში მეწყერი ჩამოწვა – დაკარგულად ითვლება 9 მაღაროელი (ვიდეო)
თურქეთში მეწყერი ჩამოწვა. მიწის საკმაოდ დიდი მასა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ერზინჯანის პროვინციაში ჩამოვიდა.
დაკარგულად ითვლება 9 მაღაროელი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ოპერაციაში 400 მაშველია ჩართული.
ღამით სტიქიის ადგილზე ჩავიდა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი. მეწყრის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.