პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაკავების ოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში განხორციელდა.
იერლიკაია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოს“ დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ არალიცენზირებული იარაღი ამოიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.