პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტისთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს

თურქეთში სამართალდამცავებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, ოპერაციები ქვეყნის 40 პროვინციაში ჩატარდა.
მინისტრის განმარტებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები ქვეყნის ექვს პროვინციაში - ადანის, აიდინის, ჩორუმის, გაზიანთეპის, კაისერისა და მერსინის პროვინციებში - ჩატარდა, სადაც 38 ეჭვმიტანილი დააკავეს და დიდი რაოდენობით ციფრული, უცხოური ვალუტა და თურქული ლირა ამოიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.