ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში ბოლო ორ დღეში სკოლაში ცეცხლი მეორედ გახსნეს, მოკლულია ოთხი ადამიანი

თურქეთში ბოლო ორ დღეში სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა მეორეჯერ მოხდა. ამჯერად შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქალაქ ქაჰრამანმარაშში მდებარე აიეს ჩალიკის საშუალო სკოლაში. თავდასხმას 4 ადამიანი, აქედან 3 მოსწავლე და 1 მასწავლებელი, ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 20 პირი.
ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის მოტივაცია.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ცეცხლი გახსნა მერვეკლასელმა, რომელმაც იარაღი სკოლაში ზურგჩანთით შეიტანა. ის, სულ მცირე, ორ საკლასო ოთახში შევიდა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. თავდასხმისთვის მან ხუთი სხვადასხვა იარაღი გამოიყენა. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. თურქეთში მერვეკლასელთა ასაკი 13-14 წელია.
აქამდე, გასულ დღეს, 14 აპრილს ქალაქ სივერეკში მსგავსი თავდასხმა მოხდა. ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 16 ადამიანი. 2007 წელს დაბადებულმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.