არქივი24 დეკემბერი, 2024, 12:09
თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ბალიქესირის პროვინციაში მდებარე საწარმოში მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
ბალიქესირის პროვინციის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, აფეთქების შედეგად საწარმოს ნაწილი ჩამოინგრა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.