ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

თურქეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

საბერძნეთში 5 ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ათენის ჩრდილოეთით მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძრები მორიგმა სითბურმა ტალღამ გამოიწვია, რა დროსაც ტემპერატურა ქვეყანაში 44C გრადუსამდე აიწია. ცეცხლის გავრცელებას ქარმაც შეუწყო ხელი.
საბერძნეთმა ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.
ძლიერი ხანძრები მძვინვარებს თურქეთშიც, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე. ქვეყანაში მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდიც დაფიქსირდა – თერმომეტრის ნიშნული 50.5C გრადუსამდე აიწია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შაბათს მეხანძრეები ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 76 კერას ებრძოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.