ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

ერთა ლიგაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის სამი მეტად საინტერესო მატჩი ჩატარდა.
როგორც იცით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს და თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ესპანეთმა სტუმრად კაცნაკლულ ნიდერლანდებთან ფრეს (2:2) მიაღწია, თურქეთმა კი სახლში უნგრეთს 3:1 სძლია და მომავალ სეზონში ერთა ლიგის A დივიზიონში ასპარეზობისკენ ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება ბულგარეთს, საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან 1:2 წააგო.
ნიდერლანდები - ესპანეთი 2:2
გოლები: 0:1 ნ. უილიამსი (9), 1:1 გაკპო (28), 2:1 რეინდერსი (46), 2:2 მერინო
(90+3)
გაძევება: ჰატო (81, ნიდერლანდები)
თურქეთი - უნგრეთი 3:1
გოლები: 1:0 კეკჩიუ (9), 1:1 შეფერი (25), 2:1 აკტიურკოღლუ (69), 3:1 კაჰვეჩი (73)
ბულგარეთი - ირლანდია 1:2
გოლები: 1:0 პეტკოვი (6), 1:1 აზაზი (21), 1:2 დოერტი (42)
- ესპანეთის ეროვნული გუნდი ბოლო 17 დაპირისპირებაში დაუმარცხებელია - 14 მოგება და 3 ფრე.
საპასუხო შეხვედრები 23 მარტს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.