პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა ერაყსა და სირიაში მდებარე ობიექტებზე

ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთ მებრძოლებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად გაანადგურა 23 სამიზნე.
დარტყმები განხორციელდა მეტინას, გარას, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში ჩრდილოეთ ერაყში.
"განადგურდა ოცდასამი სამიზნე, მათ შორის გამოქვაბულები, თავშესაფრები, გვირაბები, საბრძოლო მასალის საწყობები, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მასალები და ობიექტები", - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბევრი ბოევიკი "განეიტრალდა".
ეს ხდება მას შემდეგ, რაც პარასკევს, ჩრდილოეთ ერყაში, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ბოევიკებთან შეტაკებისას 9 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.. PKK-ს თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად ასახელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.