თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას, რის შესახებაც, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარზე დაყრდნობით, სააგენტო Report-ი იტყობინება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზი თურქეთს არსებული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით მიეწოდება.
ბაირაქტარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აფშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში, კონტრაქტი 2029 წელს შევა ძალაში და 2040 წლამდე გაგრძელდება. მისივე თქმით, გრძელვადიანი კონტრაქტებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის მეშვეობით, თურქეთი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააგრძელებს საწვავის ფასების კონკურენტულ დონეზე მართვას. Report-ის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EMRA) მონაცემებით, აზერბაიჯანმა გასული წლის იანვრიდან ოქტომბრამდე თურქეთში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტირება მოახდინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-იან ზრდას წარმოადგენს. ამჟამად აზერბაიჯანი, რუსეთის შემდეგ თურქეთში, ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე ექსპორტიორია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული