ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიდევ 36 ისრაელელი მაღალჩინოსნის და სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიდევ 36 ისრაელელი მაღალჩინოსნის და სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიდევ 36 ისრაელელი მაღალჩინოსნის და სამხედროს დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია სტამბოლის მთავარი პროკურორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბოლის მთავარი პროკურორის ოფისის განცხადებით, ისრაელის 37 მაღალჩინოსანს და სამხედროს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ღაზის სექტორში გენოციდის განხორციელება ედებათ ბრალად.
დაკავების ორდერები ასევე გაცემულია თავდაცვის მინისტრ, ისრაელ კაცზე, ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურ, ეიალ ზამირზე და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ, იტამარ ბენ-გვირზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.