ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთი: საქართველოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა

თურქეთი: საქართველოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში C-130-ის ჩამოვარდნის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ ბორტზე საბრძოლო მასალა არ იყო. მათივე თქმით, C-130-ის ფრენები სიფრთხილის მიზნით შეჩერდა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ თვითმფრინავი სრულად გამართული იყო.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.