არქივი30 იანვარი, 2024, 07:54
თურქეთი, რუსეთი, სომხეთი - სამეული საიდანაც საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოვიდა
2023 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 234.6 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 21.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.7%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 14.4%-იანი წილით. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (315.2 ათასი), რუსეთის ფედერაციის (269.4 ათასი) და სომხეთის (226.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.