ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვლავ უმასპინძლოს

თურქეთი მზად არის კვლავ უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ის იმ აზრზე რჩება, რომ დიპლომატიასა და დიალოგს შანსი უნდა მიეცეს რუსეთ-უკრაინის ომის “სამართლიანად და გრძელვადიანად მოგვარებისთვის.”
“ამ მიზნის მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა შესაძლო გზით უმაღლესი დონის დიპლომატიური არხების გამოყენებას…
ყველასთვის კარგად ცნობილია თურქეთის მიერ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ასევე ყველა ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად,” - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ არ იქნა, ხოლო სამშვიდობო ინიციატივების წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორივე მხარის დაახლოება.
“იმ აზრზე ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევები უნდა დაიწყოს, როგორც მინიმუმ მშვიდობის ზოგადი პარამეტრების დასადგენად,” - განაცხადა ერდოღანმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმის “პრინციპს” მხარს უჭერს, და ანკარა მზად უკრაინის “სწრაფ აღდგენასა და რეკონსტრუქციაში” თავისი წვლილი შეიტანოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.