თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემიშოღლუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისივე ინფორმაციით, ოთხი დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სტამბოლსა და რამდენიმე მიმდებარე პროვინციაში იგრძნობოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.