არქივი19 ივნისი, 2024, 16:56
თურქეთის საფეხბურთო ნაკრებს დისციპლინარული სასჯელი არ დაეკისრება
თურქეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს დისციპლინური სასჯელი არ დაეკისრება. ამის შესახებ Geo Team წერს.
„თურქეთი - საქართველოს მატჩში მაისურისა და შორტის ნომრის ცვლილების გამო სამეთ აკაიდინსა და თურქეთის ნაკრებს არანაირი დისციპლინარული სასჯელი არ ემუქრებათ.
ძლიერი წვიმის გამო დამძიმებული შორტი ფეხბურთელმა შესვენებაზე უეფას დელეგატის თანხმობის შემდეგ გამოიცვალა.
მატჩის შედეგი და ანგარიში არ შეიცვლება“, - აღნიშნულია Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.