თურქეთის საგარეო უწყება – ირანზე -ის თავდასხმამ, შესაძლოა, გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს – მხარეებს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანზე -ის თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად გადააქციოს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა ღრმად შეშფოთებულია თავდასხმების შესაძლო შედეგებით.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის უფრო ფართო გლობალურ ომში გადაზრდა არ უნდა დაუშვან და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული დავის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ფაქტი ერთია, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია – ვითხოვთ რადიოსადგურის ჩანაწერების გასაჯაროებას, სადაც ყველა დეტალს შეიძლება მოეფინოს ნათელი, ასევე, მოხსნან „გრიფი“ მასალებს

ვიკა ფილფანი – სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც ხელისუფლება ვერ ასრულებს – მე მგონი, პაპუაშვილს ყველა მათნაირი ჰგონია, მათნაირი გამყალბებელი