არქივი2 დეკემბერი, 2024, 22:09
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაქან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაქან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს.
„დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე თქვენი ყოფნის პერიოდში, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ისევე როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონში", - აღნიშნულია ჰაქან ფიდანის წერილში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.