ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Kathimerini ავრცელებს.
ბერძნული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ათენს ეწვევა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საბერძნეთის პრემიერთან შეხვედრას გამართავს.
„კირიაკოს, ჩემო მეგობარო, ჩვენ არ გემუქრებით, თუ თქვენ არ დაგვემუქრებით. თუ ჩვენს შორის არსებული განსხვავებები დიალოგის გზით მოგვარდება ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ერდოღანმა ათენში ვიზიტის წინ.
შეხვედრის მთავარ საკითხს თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთს შორის ნდობის აღდგენას და მომავალში კონსტრუქციულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.