არქივი9 დეკემბერი, 2023, 14:06
თურქეთის პრეზიდენტი - გაერო-ს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს
გაერო-ს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა უარყოფილია მხოლოდ აშშ-ის ვეტოს მიერ. ეს არის სამართლიანობა?! გაერო-ს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს“, - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა: „გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ ჩვენ იმედი და მოლოდინი დავკარგეთ”.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.