ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური - პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს, - თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ პალესტინურ მიწებზე ისრაელის თავდასხმები უნდა შეწყდეს და მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.