ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი მიხეილ ყაველაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი მიხეილ ყაველაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი მიხეილ ყაველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოში, თუქეთის სამხედრო - სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიების საკითხი და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
“ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში, ჩვენი სამხედრო - სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა”, - წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.