თურქეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა შვედეთის ნატოში შესვლას მხარი დაუჭირა

თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა შვედეთის ნატოში შესვლას.
თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ გადაწყვეტილება საბოლოოდ დასამტკიცებლად საკანონმდებლომ ორგანოს გენერალურ ასამბლეას გადაეგზავნება, სადაც კენჭს უყრიან.
2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დათანხმდა ნატოში შვედეთის მიღებას. გადაწყვეტილება კი ფორმალურად თურქეთის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ერდოღანის კოალიცია აკონტროლებს.
შვედეთმა ნატოს წევრობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. აღნიშნულს ნატოს წევრებიდან მხოლოდ უნგრეთი და თურქეთი ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა დასავლელმა მოკავშირეებმა აღნიშნული წინაღობა მალევე დაძლიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული