ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის ნაკრებს მესამე ფეხბურთელი გამოაკლდა - იტალიასთან მატჩში კაბაკმა მძიმე ტრავმა მიიღო

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე, თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად იტალიას დაუზავდა - 0:0.
42-ე წუთზე ტრავმა მიიღო თურქეთის ნაკრების მცველმა ოზან კაბაკმა (ჰოფენჰაიმი), მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს ევროპირველობაზე ტრავმირებულები - მცველი ჩაგლარ სიონჯუ (ფენერბაჰჩე) და თავდამსხმელი ენეს იუნალი (ბორნმუთი) ვერ დაეხმარებიან.
თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ სპარინგს გამართავს -10 ივნისს ვარშავაში პოლონეთს შეხვდება.
საქართველოს ევროვნული გუნდი თურქეთს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში ეთამაშება.
იტალია - თურქეთი 0:0

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.