ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის ეკონომიკა I კვარტალში 5.7%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკური სამსახურის იანვარ-მარტის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა - 11.1%.
სერვისები, რომლებიც ზრდას აჩვენებენ, მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაციები, პროფესიული, ადმინისტრაციული და დამხმარე სერვისები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და საჯარო სექტორის მენეჯმენტი.
ამ პერიოდში თურქეთის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 3.1%-ით შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.