პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთის ამოცანაა, გახდეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი - ერდოღანი

თურქეთის ამოცანაა, გახდეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვაშინგტონში განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, გავხდეთ მუდმივი წევრი და არა – დამკვირვებელი. თურქეთი უნდა შეუერთდეს შანხაის ხუთეულს, როგორც მუდმივი წევრი. მე განვიხილე ეს საკითხი ბოლო სამიტზე ბატონ პუტინთან, ჩემს ყაზახ კოლეგასთან და ვთხოვე მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.