თურქეთიდან სამკურნალო საშუალებების იმპორტი 31 მლნ დოლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისი მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ღირებულებამ 109.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2 949.3 ტონას შეადგენს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მისივე მონაცემებით, შარშან, იგივე პერიოდში, თურქეთიდან საქართველოში 78.3 მლნ დოლარის ღირებულების და 1 447.7 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა.
საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი სწორედ თურქეთია. ამასთან, თურქეთიდან იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე სწორედ დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 519.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 020.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (991.2 მლნ. აშშ დოლარი).

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?