ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თურმე არსებობდა ასეთი „ინსტიტუტი“ „კაციჭამია ფლოსტები“ – თეა წულუკიანი

“თურმე არსებობდა ასეთი „ინსტიტუტი“ „კაციჭამია ფლოსტები“ – თეა წულუკიანი

“თურმე არსებობდა ასეთი „ინსტიტუტი“ „კაციჭამია ფლოსტები“ – თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი:
“გუშინდელი სხდომა იყო მორიგი უმძიმესი, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე გლდანის ციხეში არსებობდა ასეთი „ინსტიტუტი“ „კაციჭამია ფლოსტები“. ეს იყო „ფლოსტები“, რომლებსაც პატიმარს აძლევდნენ ფეხზე ჩასაცმელად და ეს ფლოსტები იყო გაცილებით უფრო გამძლე, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე – ეს ფლოსტები აგრძელებდა ცხოვრებას და ადამიანები კვდებოდნენ. კლავდნენ ციხეში ადამიანებს და ამ ფლოსტებს მერე გადაიბარებდა სხვა ცოცხალი პატიმარი, რომელიც ასევე მოკვდებოდა. „კაციჭამია ფლოსტებისთვის“, სააკაშვილისთვის, ყავარჯნით, “კასტილით” და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ მართალი ხარ. ამიტომ, პირველი კრიტერიუმია, ბრძოლა, რომელშიც ერთვები, უნდა იყოს მართალი ბრძოლა, სიმართლისთვის, უკეთესისთვის ბრძოლა. ამას უნდა ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს, რომელსაც მხოლოდ მავნებლობის გამოცდილება აქვს და არაფერი უკეთესი და ა.შ..“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.