თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან 43 მილიონამდე

თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან 43 მილიონამდე
თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.
წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ დადგა დღის წესრიგში FARA-ს ზუსტი ასლი გაჩნდეს ქართულ კანონმდებლობაში.
„მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ძალაშია შესული და მართლა პატიოსანი ვინც იყო, მცირე თანხებს იღებდა, კანონმორჩილია და გადატრიალება არ უნდა მაინც და მაინც ამ ქვეყანაში, ასეთი ხალხი უფრო დარეგისტრირდა. ვინც მსხვილი „ენჯეოა“, დიდ თანხას იღებდა და იმ სკანდალის უშუალო თანამონაწილეა, რაც დღეს აშშ-დან გასკდა, არცერთი დარეგისტრირებული არაა. კანონი, რომელიც ძალაშია და პრაქტიკულად არც ამოქმედებულა, პრევენციულ მხარეს მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს. წინასწარ ამბობენ, რომ გვირჩევნია დავჯარიმდეთ, ოღონდ გამჭვირვალე არ იყოს ჩვენი საქმიანობაო. დღეს უკვე მტკიცება და არგუმენტებიც არ არის საჭირო, რისი და რატომ ეშინიათ, გასაგებია. ამაზე ჩვენ კი აღარ ვსაუბრობთ, საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა.
სპეციალურად არ გავცემ არცერთ დეტალზე კითხვას პასუხს, რომ ხალხი ბოლომდე გაერკვეს იმ მავნებლობაში, რაც ორი წლის განმავლობაში ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, ვინც ამის [კანონის] წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები