თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ძალიან სამწუხაროა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება – თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას, ადამიანების წამებას

ჩვენ ყველა დაზარალებულს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არაკონსტიტუციურად, არასამართლებრივად მოექცნენ, სოლიდარობას ვუცხადებთ, – ასე მიმართა თუმანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ივანე (ვანო) ხუციშვილმა კინოსა და თეატრის მსახიობებს თუმანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში.
მისივე თქმით, თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას.
“გასაგებია, რაც ხდება. ძალიან სამწუხაროა, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მინდა, გითხრათ, რომ თუმანიშვილის თეატრმა პირველივე დღეს თავისი პოზიცია დააფიქსირა. ძალიან გაურკვეველ და ემოციურ სიტუაციაში, შეძლებისდაგვარად ვიყავით კონსტრუქციულები. როცა განცხადებას ვაკეთებ, ჩემი განცხადება არ არის პირადი განცხადება, ეს უნდა იყოს თეატრის ყველა იმ ადამიანის გემოვნებასთან, შეხედულებასთან მიმართებით, ვინც ამ თეატრს წარმოადგენს. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განცხადება. განცხადება არის ძალიან მკაფიო, რომ თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას, იმ ადამიანების წამებას, ვინც აწამეს. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ყველა დაზარალებულს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოექცნენ არაკონსტიტუციურად, არასამართლებრივად, სოლიდარობას ვუცხადებთ”, – განაცხადა თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან