ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თსუ-ს II კორპუსთან, სადაც კობახიძე ლექციას ატარებს, აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებს, აქცია მიმდინარეობს.
როგორც თსუ-ს მეორე კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა და ის ლექციაზე „შეაპარეს“.
ამასთან, თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივესრიტეტის დაცვა მათ შენობაში არ უშვებს. მათივე განცხადებით, კობახიძის ლექციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან შესულები.
„ამჯერადაც გამოავლინა მხდალმა კაცმა თავის სიმხდალე, შეიპარა საღაციდან. არც ვიცით საიდან აქვს ამ შენობას შესასვლელი, გარდა ერთისა. მიწისქვეშა გზით შედის რომელიღაც შენობიდან. ფაქტობრივად, არცერთი მისი სტუდენტი არ არის ლექციაზე, ყველა ვინც აქ მოვიდა, იყო ბლოკნოტებით და პასტებით აღჭურვილი მისი ახალგაზრდულის ხალხი“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ სტუდენტი ნიკო მანაგაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.