არქივი15 ნოემბერი, 2024, 20:08
თსუ-ს I კორპუსში პოლიცია სტუდენტებს არ უშვებს – მათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სურთ სოლიდარობის გამოხატვა

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი, რომელსაც ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა სურს, აცხადებს, რომ მათ უნივერსიტეტის კორპუსში ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ უშვებს.
ბათუმელი სტუდენტები ბსუ-ში მართავენ საპროტესტო აქციას. სტუდენტები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას.
თსუ-ს პირველ კორპუსთან სამართალდამცავების საკმაოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ასევე, ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.
„საქართველო!“ – სკანდირებენ შეკრებილი სტუდენტები და სხვა მომიტინგეები.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.