ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თსუ-ს სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშიამ მათ შეხვედრა შესთავაზა

თსუ-ს სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშიამ მათ შეხვედრა შესთავაზა

თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, რექტორმა ჯაბა სამუშიამ, – რომლის გადადგომასაც ისინი ითხოვენ, – მათ შეხვედრა შესთავაზა.
სტუდენტები ხაზს უსვამენ, რომ სამუშია პასუხისმგებელია სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე, ტერიტორიაზე სამართალდამცავების შეშვებასა და ეზოში სტუდენტებზე ძალადობაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ მისი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს, არამედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც. უნივერსიტეტის რექტორმა პირველ რიგში უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვებს უნდა უპასუხოს.
რექტორთან შეხვედრას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ის საჯარო სივრცეში, კრიტიკული მედიების თანდასწრებით გაიმართება და რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.