ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თსუ-ს პირველ კორპუსში რამდენიმე სტუდენტი შევიდა, ისინი ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ

თსუ-ს პირველ კორპუსში რამდენიმე სტუდენტი შევიდა, ისინი ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში რამდენიმე სტუდენტია შესული.
მათ ერთ-ერთი აუდიტორიიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. სტუდენტების განცხადებით, ისინი თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
ისინი მოუწოდებენ ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ სტუდენტებს, შევიდნენ უნივერსიტეტის შიგნით.
აქციიის მონაწილეებმა აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები გააფრხილეს, ფრთხილად იყვნენ, რადგან პოლიცია უკვე შევიდა აუდიტორიაში მათ გამოსაყვანად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.