თსუ-ს პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ ეზოში შეკრებილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსვლელობა მოაწყვეს პირველი კორპუსის ეზოდან რუსთაველის გამზირისკენ და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ