თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან კანკავა მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დაჯილდოების მონაწილეებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყნის განვითარების კუთხით მეცნიერების სფეროს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში პრემიით დაჯილდოვდნენ სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები. მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან კანკავა.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
მეცნიერების საერთაშორისო დღე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია „იუნესკოს“ მიერ 2001 წელს დაფუძნდა. ამ დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ქეთევან კანკავას მიღებულ ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს სამეცნიერო ასპარეზზე. ასეთი აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციისა და მეცნიერების პოპულარიზაციისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა