ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძე FB პოსტით გადადგა

თორნიკე რიჟვაძე FB პოსტით გადადგა

თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს.
“მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.
მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.
მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის.
მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის.
მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.
განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის.
ვრჩები ,,ქართული ოცნების”ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ”, – წერს რიჟვაძე
რიჟვაძე 2018 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
ბოლო დღეების განმავლობაში გადადგნენ სუს-ის უფროსი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.