არქივი11 მარტი, 2024, 07:52
თორნიკე რიჟვაძე - ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადანის თვის დადგომას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დაწყებას ულოცავს. ამის შესახებ რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.
,,ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადანის თვის დადგომას. რამადანის თვის რწმენით და სიკეთით დასრულებას, მშვიდობას, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.