ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მევიოლინის, დიდი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო

ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამძიმრის წერილი გაავრცელა.
გავრცელებულ წერილში რიჟვაძემ მუსიკოსის ოჯახსა და სრულიად საზოგადოებას დიდი პროფესიონალის დაკარგვა მიუსამძიმრა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მევიოლინის, დიდი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მნიშვნელოვანია ქალბატონი ლიანას წვლილი ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციაში.
ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, კოლეგების, მუსიკის მოყვარულების, საზოგადოების დიდ მწუხარებას", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.