ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

აჭარაში „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, - რომელმაც ორიოდე დღის წინ, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა, - სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
· რიჟვაძე თავდაპირველად, 7 ივლისს, მიიყვანეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, სადაც გადაუდებელი დახმარება გაუწიეს;
· იქიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თბილისიდან კი თურქეთში გადაიყვანეს.
მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მედიას 9 ივლისს, დილით დაუდასტურა ლალი ტურძელაძემ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა.
წინა საღამოს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ რიჟვაძეს „დადებითი დინამიკა“ ჰქონდა და თქვა: „კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს“.
თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში მოხვდა „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით“, - მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული და მძიმედ იყო.
გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
· აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თვითმკვლელობა საგარეჯოში, სტუმრად მყოფმა, მასპინძლის იარაღით სცადა;
· მანამდე დაწერა წერილი, რომელშიც ოჯახის დაცვას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს სთხოვს - ასეთია შსს-სა და სახელისუფლებო მედიის მიერ აღწერილი სურათი.
· თორნიკე რიჟვაძე ინციდენტისას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალეკო ახვლედიანის სტუმარი იყო.
· რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.