თორნიკე რიჟვაძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სანაპირო ზოლსა და ძირითად გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები. როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მსგავსი კლიმატური პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში.
ბუნებრივია, გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რათა მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს თანამოქალაქეებს“, – აცხადებს რიჟვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად