თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
“ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი.
ამიტომ უნდა დავწერო ეს სტატუსი.
ყველა გადასარჩენ ბავშვს, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება.
ამ გზას , ხშირად ოჯახებთან ერთად გავდიოდით.
თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს.
უფრო მეტიც, ერთი ამბავი იყო ასეთი, ბავშვი სამეგრელოში ცხოვრობდა, სადაც უარი უთხრეს დახმარებაზე. ამ ბავშვს დედა ჰყავდა აჭარელი და გადმოაწერინა დედასთან რომ ფული ჩაერიცხა.
ათი ათასობით ლარზეა საუბარი.
ამიტომ იცოცხლოს ამ კაცმა და რომ გადარჩება მოყვეს, რა ჯოჯოხეთს ატარებენ ქოცები და კერძოდ სუსი.”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე