ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძე - დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვულოცავ მის უწმინდესობას, ვულოცავ მთელ საქართველოს ქვეყნის სულიერი მამის აღსაყდრების დღეს

ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა. დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვულოცავ მის უწმინდესობას, ვულოცავ მთელ საქართველოს ქვეყნის სულიერი მამის აღსაყდრების დღეს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე შეუფასებელი ღვაწლი აქვს გაწეული.
„ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა. დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვულოცავ მის უწმინდესობას, ვულოცავ მთელ საქართველოს ქვეყნის სულიერი მამის აღსაყდრების დღეს.დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას.მადლობა ჩვენს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გაწეული შეუფასებელი ღვაწლისთვის“,- აღნიშნა რიჟვაძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.