ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა – რა ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა – რა ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. “პრაიმ ტაიმმა” წერილის შინაარსი ექსკლუზიურად გაარკვია.
რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და “ბარიგების” მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.
რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა “მისი დავალებით მოქმედებდა”. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლიც იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.