თორნიკე მამალაძე: დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან გამოუშვეს
დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე იყო მსჯავრდებული 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს. ამის შესახებ ფეისბუქზე წერს მისი ძმა, თორნიკე მამალაძე.
გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ოჯახის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისუფალია და სხვა დეტალებს ჯერ კიდევ არკვევს.
"უდოს კომისიაზეც იყო მიმართული, შეწყალებაზეც იყო მიმართული", - ამბობს ადვოკატი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
მასალა განახლებადია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.