ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე გოშაძის დედა - ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს! ბრძოლა ბოლომდე!

თორნიკე გოშაძის დედა - ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს! ბრძოლა ბოლომდე!

ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს! ბრძოლა ბოლომდე! - ასე მიმართა მსჯავრდებულ თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ თბილისის საქალაქოს ეზოში მყოფ მოქალაქეებს.
მას შემდეგ რაც აქციებზე დაკავებული 8 პირის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა, მსჯავრდებულთა ახლობლებმა და მოქალაქეებმა სასამართლოს ეზოში საქართველოს დროშა გაშალეს. ისმოდა შეძახილები: „ბრძოლა ბოლომდე!” „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”
„9 თვეა ვიბრძვით ადვოკატებთან ერთად, შანსი ჰქონდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს, რომ დღეს ისტორია დაეწერა. თურმე, მონობა ადვილია, საქართველოს სიყვარული ყოფილა რთული. ბიძინა ივანიშვილის მონები სხედან აქ. ეს პატიმრობა არის ირაკლი კობახიძის დამსახურება და ყველაზე დიდ სასჯელს მიიღებს.
ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი შვილებით. დღეს ისინი სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს. ბრძოლა ბოლომდე, ეს არის გამარჯვებული ბიჭების პროცესი!“ - განაცხადა მარიზი კობახიძემ.
მოქალაქეები სასამართლოს ეზოს ტოვებენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, „დამხობა რეჟიმს”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.